ვინ გაქურდა ქობულეთის საფლავები - დამნაშავეებს პოლიცია ეძებს

08 მარტი 2019, 00:00 1529 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქობულეთში საფლავების გაქურდვის ფაქტზე გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გუშინ, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალა მოამზადა, სადაც მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საფლავებიდან რკინის კონსტრუქციები სისტემატურად იკარგებოდა.

მოსახლეობა ნაქურდალს ჯართის ჩაბარების პუნქტებში საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ. 

დღეს მაუწყებელს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით გუშინ, 7 მარტს დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი