რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს რეგიონის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა. დღეს მათ ყვავილებით შეამკეს სიმბოლური ქვა, რომელიც წლების წინ გმირების უკვდავსაყოფად ჯავახიშვილის ქუჩაზე დაიდგა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა დღეს განცხადებები ამ ადგილას, შესაფერისი მემორიალის განთავსების აუცილებლობაზე გააკეთეს.