''მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მივიღე'' - მამუკა ხაზარაძე

04 მარტი 2019, 00:00 2416 ნახვა

თიბისის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, არჩევნების წინ, მეორე ტურში,  მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

ხაზარაძის ამტკიცებს, რომ წერილი მაღალჩინოსანმა არჩევნების წინ​ მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში, დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყნისა და საერთაშორისო ასპარესზე

თიბისის დამფუძნებელი არ დაუკონკრეტებია რას თხოვდა შსს მინისტრი, წერილის არც სხვა დეტალები გაუჟღერებია. 

მამუკა ხაზარაძეს თიბისი ბანკის საქმეზე ასევე განაცხადა, რომ მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე აშანტაჟებდნენ. ასევე განაცხადა, რომ 2018 წელს 4 უწყება შევიდა ბანკში, რაც 27 წლის განამვლობაში არასოდეს ყოფილა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი