სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ ბელარუსი ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს

02 მარტი 2019, 00:00 1064 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“. ბელარუსის პრეზიდენტის  ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით კი, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო თქვა. 

მისი განცხადებით, რუსულ მხარეს უთხრა, რომ  მზად იყო ხელი მოეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე, თუმცა ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით ხავიერ სოლანამ უთხრა, რომ „თუ აფხაზეთს აღიარებდნენ, საბანკო სისტემიდან გაითიშებოდნენ, და სრულ იზოლაციაში მოექცეოდნენ. ბელარუსის პრეზიდენტის  თქმით, ამის შემდეგ ის რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა და მასთან საუბარში ამ თემას შეეხო, თუმცა დიმიტრი მედვედევი მზად არ აღმოჩნდა თემაზე საუბრისთვის. ალექსანდრე ლუკაშენკო განცხადებით ბელარუსს საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობლემები არ აქვს და მზად არიან,  არსებული ურთიერთობები გამოიყენონ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

 

ამავე კატეგორიაში