„ილია ნაკაშიძემ ასეთი დავალება მიიღო“-ეკა ბესელია

02 მარტი 2019, 00:00 1274 ნახვა

 „სამწუხაროდ  ეს არის კანონის არცოდნა და რეგლამენტის ცუდად წაკითხვა, როგორც ჩანს ილია ნაკაშიძემ ასეთი დავალება მიიღო და ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში“. ასე ეხმაურება ეკა ბესელია გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის, 4 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის  მუშაობაში  მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მუდმივმოქმედ დელეგაციებს პარლამენტი  სესიაზე კენჭისყრით ამტკიცებს და სპეციალურ დადგენილებას იღებს, ამ დადგენილებაში კი  ჯერ ცვლილება არ შესულა.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარისგან  მივლინების მოთხოვნაზე უარი მიიღო.  განცხადებას ხელი პარლამენტის ვიცე -სპიკერმა ილია  ნაკაშიძემ მოაწერა, რომელიც ირაკლი კობახიძის საქართველოში არ ყოფნის დროს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. ილია ნაკაშიძის განმარტებით, ეკა ბესელია  აღარ არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და ავტომატურად აღარაა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში, შესაბამისად ვერც ევროსაბჭოს ანსამბლეის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი