სასკოლო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ბრძანების მიხედვით საგაზაფხულო არდადეგები ყველა საჯარო სკოლა ეხება, საბავშვო ბაღებში კი საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ და მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ.