ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა

01 მარტი 2019, 00:00 1566 ნახვა

არის თუ არა უმაღლესი განათლება დასაქმების გარანტი? თუ სტატისტიკას გადავხედავთ, არათუ გარანტი, არამედ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მთავარი სირთულე სამსახურის პოვნაა.

საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დასაქმებას ხარისხიანი უმაღლესი განათლება უზრუნველყოფს, მეორე ნაწილი სხვა ასპექტებზე საუბრობს. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც მიუხედავად დემოგრაფიული დაბერებისა, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ჰყავს საერთო მოსახლეობაში, რომელთა უმეტესობას დასაქმების პრობლემა აქვს.  

ახალგაზრდები ერთ-ერთ პრობლემად, დამსაქმებლების მხრიდან რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას ასახელებენ. აჭარის დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ ასობით ვაკანსია აუთვისებელი დარჩათ, რადგან ძირითადი მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდებზეა

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში