პრეზიდენტმა ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულა

07 აგვისტო 2016, 00:00 2630 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულეს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. შეხვედრების მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვება იყო. გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოლიმპიურ სოფელსაც ესტუმრა და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე წარმატება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრა. გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.

ამავე კატეგორიაში