კონკურსი გამგის და აღმზრდელების შესარჩევად

27 თებერვალი 2019, 00:00 1373 ნახვა

17 -ი ვაკანტური პოზიციის შესავსებად ბათუმის ბაღების გაერთიანებაში კონკურსია.  600-ზე მეტი მსურველიდან ტესტირების ეტაპის გასავლელად 190 კანდიდატი გადაარჩიეს. ტესტირებას ფინანსთა სამინისტროს აკადემია ატარებს. კონკურსანტებმა გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად მინიმალური 35 ქულა უნდა დააგროვონ.  შეგახსენებთ , კონკურსი ბაღებში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გასულ წელსაც გამოცხადდა.

მაშინ 160  მსურველიდან მხოლოდ 6- მა გადალახა ბარიერი. ამის მიუხედავად მომავალი კონკურსისთვის ტესტების სირთულე იგივე დარჩა და ისევ 50 საკითხისგან შედგება.  ამჯერად 47 -ი კითხვაა ტესტური და 3 წერითი დავალებაა.  ტესტირება ორ დღიანია, შემდეგი ეტაპი გასაუბრება იქნება, რომლის შემდეგაც 1 გამგე და 16 აღმზრდელი უნდა შეარჩიონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი