საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თაღლითური განზრახვით დაუკავშირდნენ სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნეს, რომ 5 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში, შეძლებდნენ საცხოვრებელი ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემას. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.