თიბისი ბანკის საქმე

24 თებერვალი 2019, 00:00 1506 ნახვა

„მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე - თქვა თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და 21 თებერვალს ბანკი დატოვა. საფინანსო ორგანიზაცია დატოვა მისმა მოადგილე ბადრი ჯაფარიძემაც.

ეს ეროვნული ბანკის მოთხოვნა იყო. თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ლონდონში გადაწყვიტა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტოს. როგორც მამუკა ხაზარაძე თავის განცხადებაში წერს, თიბისი ბანკზე "შეტევის" შემდეგ საერთაშორისო აქციონერებმა თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს. ასევე თქვა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს. პროკურატურა საფინანსო ორგანიზაციას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, როდესაც ბანკში 17 მლნ დოლარის ბრუნვა დაფიქსირდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში სწორედ თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი