ზვიად კუპრავას დაკავებას „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წევრები ბრიფინგით გამოეხმაურნენ. მურთაზ ზოდელავას და თინა ბოკუჩავას განცხადებით, ზვიად კუპრავას დაკავებით მისი განეიტრალება სურდათ.
ოპოზიციის წევრების განცხადებით დაკავების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს მიაწვდიან. თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ე.წ. შერჩევითი სამართალი დაამკვიდრა და აპატიმრებენ მხოლოდ მათ, ვინც ხელს უშლის.