გეგა გეგეშიძე  რჩება,ზურაბ  დათუნაშვილი მიდის

23 თებერვალი 2019, 00:00 1374 ნახვა

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურა დათუნაშვილს  მოინანია და ბოდიში მოუხადა. ედიშერ მაჩაიძის თქმით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს. მისივე თქმით, საპასუხოდ ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძეს განუცხადა, რომ მას მოძალადე პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ შეუძლია.

ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, მთავარია, დათუნაშვილმა ცხელ გულზე ემოციები შეიკავოს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პასუხი მოგვიანებით დაფიქრებულად გასცეს. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი