პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.