ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროში თორნიკე რიჟვაძის დაბარებას ითხოვს, საზოგადოების ნაწილი კი მის გადადგომას

22 თებერვალი 2019, 00:00 2089 ნახვა

ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროში თორნიკე რიჟვაძის დაბარებას ითხოვს, საზოგადოების ნაწილი კი მის გადადგომას. გუშინ რეგიონის მმართველს, განმარტების გაკეთება მოუწია ძველი ბათუმის დამცველების წერილზე გაკეთებული კომენტარის გამო, დღეს კი სწორედ ამ განცხადების გამო თხოვენ მას მოქალაქეები განმარტებას.

საუბარია განცხადებაზე, რომელშიც ის ბათუმელებს ბოდიშს უხდის და  განმარტავს, რომ ისტორიული ქალაქის დაცვა ნეპოტიზმის, კორუფციის ხარჯზე ხდებოდა და წლებია რამდენიმე პირს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები ნარკობიზნესად აქვს ქცეული.

ვისზე საუბრობდა თორნიკე რიჟვაძე არ დაუკონკრეტებია. დაკონკრეტებას გაურბიან მმართველი გუნდის წევრებიც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი