დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის

21 თებერვალი 2019, 00:00 1515 ნახვა

ერთმანეთს სიტყვიერად არაერთხელ დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და ირაკლი კობახიძე. „კობახიძე კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“ - ეს ეკა ბესელიას სიტყვებია. მან ასეთი კომენტარი მას შემდეგ გააკეთა რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ ჩამოყალიბებული კონსენსუსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უმრავლესობის ერთ ჯგუფთან „ყველაფერზე მეტყველებს.“  

ამის გამო ბესელია კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და ამბობს რომ ეს უმრავლესობის სახელით მისი ბოლო გამოსვლაა. დაპირისპირება კანონპროექტს უკავშირდება რომლის თანახმადაც დეპუტატების ერთი ჯგუფი ითხოვს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი