სალომე ზურაბიშილის ვიზიტი გერმანიაში და ოფიციალურ შეხვედრებზე გაკეთებული გზავნილები

20 თებერვალი 2019, 00:00 1491 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს. ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გავრცელდება.

კანცლერთან ვიზიტამდე საქართველოს პრეზიდენტს ბელვიუს სასახლეში  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტებმა განცხადებები პრესკონფერენციაზე გააკეთეს. გერმანიის პრეზიდენტმა გერმანიისა და საქართველოს მეგობრობაზე  ისაუბრა. გაიხსენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

გერმანიის პრეზიდენტის თქმით ფრანკფურტში საქართველომ ქართული კულტურის დიდი სიმდიდრე აჩვენა. ოფიციალური ინფორმაციით ევროპაში  ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა. გუშინ სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა.

ამავე კატეგორიაში