საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტში

20 თებერვალი 2019, 00:00 1446 ნახვა

სამთავრობო საათის ფორმატში რიგით მეორე მინისტრს უსმენენ დღეს მთელი დღეა საქართველოს პარლამენტში. ინფრასტრუქტურის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, იყო განცხადებები და კითხვა-პასუხი.

მაია ცქიტიშვილი და სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში პასუხობდნენ კითხვებს. აქცენტი მინისტრმა თვითმმართველობების გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე გააკეთა, შეკითხვები კი ანაკლიის პორტს, გზების რეაბილიტაციას და ბიუჯეტის ათვისების ნაწილს ეხებოდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი