ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიარდი დაიხარჯება - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი 2019, 00:00 1535 ნახვა

2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაგეგმილია 2 მილიარდი ლარის ინვესტირება  „სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. მინისტრის თქმით, 2018 წელს მიმდინარეობდა 1200-ზე მეტი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში. 

/განახლებული/

ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, კომპლექსების მშენებლობა რეგიონებში და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტებში -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოუსმინეს. მაია ცქიტიშვილმა გასული წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის თქმით, მიმდინარე  წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღნიშნა, რომ უწყების მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება.  საქმიანი, ინფორმაციული და კომპლექსური - ასე შეაფასეს თანაგუნდელებმა მინისტრის დღევანდელი ანგარიში. აღნიშნეს, რომ მაია ცქიტიშვილი კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს. მინისტრი ახლა  დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.  ოპოზიციას კითხვები აქვთ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით. 

p>

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი