ბათუმში ჩარიცხვის 14 აპარატის გატეხვის ბრალდებით 27 წლის მოქალაქეა დაკავებული

20 თებერვალი 2019, 00:00 2444 ნახვა

სამართალდამცველებმა 27 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამოძიების ვერსიით, სხვადასხვა დროს, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული, ამავე აპარატების საშუალებით ინტერნეტ ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.

ახალგაზრდა პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. თუ ქურდობასა და თაღლითობაში ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდა, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტო: არქივი (რადიო მოზაიკა)

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი