“ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება პირველ რიგში კანონის შესაბამისად და ქვეყნის, რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე“ _ ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოძრაობა “დაიცავი ძველი ბულვარის“ აქტივისტების მოთხოვნების საპასუხოდ.
თორნიკე რიჟვაძემ დამატებითი განმარტება არ გააკეთა,. აღნიშნა, რომ ქალაქის და მოქალქეების ინტერესი არის ძალიან მნიშვნელოვანი., საინიციატივო ჯგუფმა აქციები დაანონსა. მათი მოთხოვნები ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას და ქიმიურ ტერმინალს უკავშირდება. ასევე, მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას რივიერას მიმდებარედ მაღლივი კორპუსების მშენებლობა.