იპოთეკურ სესხს სახელმწიფო 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს

14 თებერვალი 2019, 00:00 2629 ნახვა

იპოთეკურ სესხს სახელმწიფო კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დღეს დაიწყო. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა. ეს კი მათი ერთადერთი საკუთრებაა.  

ერთ ოჯახზე გასაცემი მაქსიმალური თანხა 20 000 ლარს შეადგენს.

2019 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარი გამოიყო. განცხადების მიღება  15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მოქალაქეებს, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ და პროგრამით სარგებლობა სურთ, განცხადების შეტანა თბილისში, ქუთაისში ან ზუგდიდში მოუწევთ. ქვეყნის მასშტაბით სამი ცენტრია გახსნილი. 

თბილისი – თამარაშვილის ქ. N15ა

ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ. N106;

ქუთაისი – ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი უკვე 375 დევნილ ოჯახს დაუფარა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში