ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბათუმის პოლიციაში ერთი პირი გამოკითხვაზე იმყოფება

13 თებერვალი 2019, 00:00 1940 ნახვა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბათუმის, მეშვიდე განყოფილებაში ზაალ ლატარიას გამოკითხვა მიმდინარეობს. 

უკრაინაში მებრძოლ ყოფილ სამხედროს მოწმის სტატუსით კითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ, სხვა დეტალებზე კი არ საუბრობენ. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროში სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა შსს-ში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. 

პოლიციის განყოფილებასთან ზაალ ლატარიას შვილი იმყოფება. ლანა ლატარია ამბობს, რომ მამას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ უკავშირდება. მისი თქმით, ფარული ჩანაწერების საქმესთან ზაალს კავშირი არ აქვს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი