"ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომელის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და მძიმე შედეგები და ჩვენი მხრიდან უფრო მკაცრს რეაგირებას მოითხოვს" - სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვლილებებზე პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის კოდექსით იქნება დასჯადი და განსაკუთრებით მკაცრი იქნება იმ პირების მიმართ, ვინც არასრულწლოვანების ჩართვას მოახდენს დანაშაულებრივ საქმიანობაში.