ქობულეთის 4 სოფელს გაზის მიწოდება, ხვალ 5 საათით შეუწყდება

04 თებერვალი 2019, 00:00 1806 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზი" ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 5 თებერვალს 13:00-დან 18:00 საათამდე, რამდენიმე სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

გაზი გაეთიშებათ: გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.

''სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები''.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: - 16 114.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი