დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო “youtube”-ზე ატვირთა - შსს

01 თებერვალი 2019, 00:00 2878 ნახვა

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “YouTube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ამოღებულია ტელეფონი, რომელშიც დაკავებული ფარულ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა. 

''გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან'' - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. 

ვლადიმერ ბორცვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

პოლიციამ დღეს კიდევ 16 მოქალაქე დააკავა. აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური აპლიკაციების საშუალებით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს.

ფარული ჩანაწერის ტელეფონში შენახვა, გადმოწერა, ჩაწერა და მისი გავრცელება 4-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი