ჯარისკაცი, რომელმაც სამხედრო მოსამსახურე დაჭრა გირაოთი გაათავისუფლეს

01 თებერვალი 2019, 00:00 3949 ნახვა

ჯარისკაცი, რომელმაც მეორე სამხედრო მოსამსახურე დაჭრა 4000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

''სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა  სიცოცხლისათვის  ანდა გამოიწვია  მხედველობის,  სმენის,  მეტყველების ანრომელიმე ორგანოსან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ,  არანაკლებ  ერთი  მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის  სრულ  დაკარგვასთან.''

სამხედრო მოსამსახურემ მეორე ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან, 22 იანვარს დაჭრა. 

დაჭრილ ახალგაზრდა ჯარისკაცს, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულს ჭრილობა ხელის არეში ჰქონდა. 

23 წლის ჯარისკაცი სამხედრო სამსახურში 8 თვეა მსახურობდა. 

საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს დილით უწყებაში განუცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურე დაკავებული იყო, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია დააზუსტეს და თქვეს, რომ ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი