საჯარო სამსახურში დასაქმების გზა - ნაცნობობა თუ კომპეტენცია?

30 იანვარი 2019, 00:00 1960 ნახვა

ცოტა უფრო ადრე გასაჯაროვდა NDI-ს კვლევის პირველ ნაწილი.ამ შემთხვევაში ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საზოგადოების ყურადღება დასაქმების ნაწილმა მიიქცია. გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, კარგი სამსახურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა. უფრო მეტიც - 16%-ს აზრით  წარმატებული ბიზნესის ფორმულა პოლიტიკური კავშირებია. ნეპოტიზმს ასახელებენ დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მესამე სექტორში. ამბობენ, რომ საჯარო სამსახურებში ისევ საჯარო მოხელეები საქმდებიან, პრობლემას კი შესაძლოა ხშირ შემთხვევაში არა უშუალოდ დამსაქმებელი არამედ, კანონი წარმოადგენს.

IDFI-ში საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დარჩენილ ე.წ. შავ ხვრელზე საუბრობენ. პარტიულ ურთიერთ ვალდებულებას ასახელებს კიდევ ერთ პრობლემად „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. არჩილ ხახუტაიშვილი ფიქრობს რომ, რეალურად არ არსებობს პოლიტიკური ნება  პროცესი გაჯანსაღდეს და იყოს უფრო სამართლიანი. რაც შეეხება ახალ კადრებს - ფიქრობენ, რომ გამოუცდელი ახალგაზრდების დასაქმებაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელებმა უნდა აიღოს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი