დააკავეს მოქალაქე, რომელსაც 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა

30 იანვარი 2019, 00:00 1839 ნახვა

სამართალდამცველებმა მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომობილით 10 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გადაჰქონდა.  ავტომობილიდან ამოღებულია 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი 500 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი.

სულ უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოვლინდა,  დაკავებულია ერთი პირი.

''ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი