შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე

27 იანვარი 2019, 00:00 1342 ნახვა

შეჩერდება თუ არა მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესი 2024 წლამდე? პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხის გადავადებაზე უმრავლესობის ფორმატში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ირაკლი კობახიძის თქმით  გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ ორმა სუბიექტმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭომ და პარლამენტმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, დღეს სასამართლო რეფორმის ფარგლებში გამართულ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განიხილეს ის წინადადებები, რომლებიც მხარეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცედურებსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით წარმოადგინეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერთი კვირის ვადაში ჩაინიშნება და სწორედ ამ შეხვედრაზე შედგება დისკუსია წარმოდგენილი წინადადებებიდან რომელი და როგორ აისახება უკვე საკანონმდებლო ორგანოში და საინიცირებელ კანონპროექტში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი