სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აქციის ფონზე ჩაივლის

26 იანვარი 2019, 00:00 1271 ნახვა

ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

მათ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი სასამართლოს სისტემის ცვლილების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.

ამავე კატეგორიაში