საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, თბილისის საქალაქო სასამართოდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გადაწყვეტილება, რამდნიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ძალადობის მუხლით ორი დღის წინ დააკავეს.
2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრაზე, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში სპორტსმენებთან ერთად საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
მოგვიანებით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მასზე ფიზიკურად იძალადა, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოს.