ერთი კაცის აქცია აჭარის მთავრობის სახლის ადმინისტრაციულ შენობასთან. რევაზ შაინიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით არა ერთხელ მივიდა ადმინისტრაციაში, თუმცა თორნიკე რიჟვაძე მას არ შეხვდა, იგი არ მიიღო არც ადმინისტრაციის უფროსმა.
რევაზ შაინიძე ამბობს, რომ თავმჯდომარეს ბათუმის ღამის თავშესაფრის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოქალაქე არა ერთხელ მიიღეს, მათ შორის ადმინისტრაციის უფროსმაც და მას ფინანსურადაც დაეხმარნენ.