„ცილისწამების კონტროლი“ - რისკები და საფრთხეები

20 იანვარი 2019, 00:00 1405 ნახვა

ახალი წელი საქართველოში ახალი რეგულაციის ამოქმედების ინიციატივით დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა, თავის პირველ საახალწლო მილოცვაში, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი  ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისგან კანონით დარეგულირებაზე საჭიროებაზე დასვა. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი არ ყოფილა ხელისუფლებიდან, ვინც ამ მიმართულებით რეგულაციების საჭიროება დაინახა.

პრეზიდენტის შემდეგ, ინიციატივით საპატრიარქო და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ. კანონის გამკაცრების მომხრე, არცერთი მხარე არ მიიჩნევს, რომ ამით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებული სტანდარტი გაუარესდება. ასე არ ფიქრობენ მესამე სექტორსა და მედია ორგანიზაციებში, სადაც მიიჩნევენ, რომ  ცილისწამების კუთხით კანონის გამკაცრება, დააზიანებს დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი