Human Rights Watch - 2018 წლის ანგარიში 

18 იანვარი 2019, 00:00 1668 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური დებატების მთავარ თემად საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევები იქცა.

ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა სამართალდამცავთა დანაშაულების საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად, მაგრამ არ მიანიჭა მას სრული დამოუკიდებლობა.

კვლევის მიხედვით, შეშფოთებას იწვევს მკაცრი ნარკოპოლიტიკა და კანონები,შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით და  ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია და მედია პლურალიზმის შეზღუდვის საფრთხეები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი