აჭარაში კორპუსებში ბუნებრივი აირის უსაფრთხოებას არც ერთი საჯარო უწყება არ ამოწმებს

17 იანვარი 2019, 00:00 2486 ნახვა

„მთავარი“ დაინტერესდა  რა პერიოდულობით და ვინ ამოწმებს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი კორპუსების უსაფრთხოებას? - აღმოჩნდა, რომ მაკონტროლებელი მხოლოდ მიმწოდებელი კომპანიაა. 

რადგან რეგიონში არ არსებობს მონიტორინგის და კონტროლის უფლების მქონე უწყება. შემოწმების ექსკლუზიური უფლება კი მხოლოდ კომპანია სოკარ-ჯორჯიას აქვს, რომელიც თავადვე ამონტაჟებს ბუნებრივი აირის გაყვანილობას.

მოქალაქეები და ექსპერტები რისკებზე საუბრობენ და საკანონმდებლო ხარვეზებზე მიუთითებენ, კომპანიაში კი აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში ხდება გაყვანილობების და გამათბობლების თვითნებურად და კუსტარულად დაყენება.

სოკარი გეგმიურ შემოწმებას წელიწადში ერთხელ ახორციელებს, სხვა შემთხვევაში კი მოქალაქეებმა თავად უნდა მიმართონ კომპანიის ცხელ ხაზს, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოწმება ფასიანია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში