უკვე 15 დღეა საქართველოში არსებული 3 000-ზე მეტი სახელმწიფო ავტომანქანა დაზღვევის გარეშეა - დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მძღოლებს ეკისრებათ. მიზეზი კონსოლიდირებული, ანუ გაერთიანებული ტენდერის ჩაშლაა. საქართველოს მთავრობამ შესაძლოა ახლა პირდაპირ შეარჩიოს კომპანია, რაც სხვა სადაზღვევო კომპანიებში კორუფციის ეჭვს აღძრავს. მიუღებელი პირობების გამო კომპანიებმა მაღალბიუჯეტიან და მასშტაბურ ტენდერში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.
მიუღებელია მეხუთე პუნქტიც, რომლის თანახმადაც თუ სახელმწიფო ავტომობილის მძღოლი საჭესთან ნარკოტიკული, ან ალკოჰოლური თრობის ქვეშაა და ავარიაში მოხვდება, ზიანი სადაზღვევო კომპანიამ უნდა აანაზღაუროს, ამასთან მძღოლი არ არის ვალდებული, ავარიის შემთხვევაში პატრული გამოიძახოს.