ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს პარლამენტმა უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა სია ფორმალურად ჩააგდოს

12 იანვარი 2019, 00:00 1310 ნახვა

„სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია, შემუშავდება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოსამართლეების შერჩევა არის პოლიტიკური და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის.  გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა ისიც, რომ პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა სია ფორმალურად ჩააგდოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი