საპენსიო რეფორმას მძარცველური და თაღლითური სქემა უწოდა, სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა მისი განცხადებით 20-25 წლის შემდეგ დაგროვებული პენსია ანაბრების ბედს გაიზიარებს. გამოსავალი კი პროცესის შეჩერება, ადეკვატური მსჯელობა და მოსახლეობისთვის ნორმალური სისტემის შეთავაზებაა. „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრ ვატო სურგულაძის თქმით კი ახლადშექმნილ საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია საინვესტიციო გეგმა და არ არის გათვლილი მოსალოდნელი რისკები, რაც უკავშირდება თანხის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.
„სამოქალაქო მოძრაობის“ კრიტიკას საპენსიო სააგენტოს დირექტორმა უპასუხა. ლევან სურგულაძის განცხადებით თანხის დაკარგვის რისკი არ არსებობს და ფულის საიმედოდ ინვესტირების გარანტი სახელმწიფოა. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობს კონკრეტულად სად და როგორ მოხდება თანხის ინვესტირება, თუმცა აცხადებს, რომ სისტემა დასავლური სტანდარტებით შესაბამისად შემუშავდა და რისკებიც დაზღვეულია.