პრემიერი: 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ახალი რეკორდია

04 იანვარი 2019, 00:00 1843 ნახვა

2018 წელს საქართველოში 8 მილიონ  679 ათას  544 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.  მონაცემებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეკორდული უწოდა და განაცხდა, რომ  ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება.  

ზრდა 2017 წელთან შედარებით 9.8%-ია. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

როგორც პრეზენტაციაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი,  ნიდერლანდები, გერმანია, ლატვია ჩეხეთი, პოლონეთი საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო,  იტალია და სხვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი