მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული. სინოდის სხდომაზე იერარქები გაეცნენ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქის წერილებს, როგორც ცნობილი გახდა,კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, აღნიშნა, რომ იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიო ეკლესიებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, უმჯობესი იქნება საქართველოს ეკლესიამ პოზიცია მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დადგენილების შემდეგ დააფიქსიროს.
აგრეთვე სინოდის კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდეს.