დღესვე ხმაური მოჰყვა მესამე სექტორის პრეტენზიას ახალგაზრდული ინიციატივის პროგრამასთან დაკავშირებით. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პროგრამის ბიუჯეტი სრულად არ გაიხარჯა, საკრებულომ კი მერიას ამ საკითხებზე პასუხი არ მოთხოვა.
საკრებულოს წევრებს დღეს მესამე სექტორმა საუბრის ტონიც დაუწუნა. საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ხარვეზები არის და ისინი ამ შეცდომებზე მერიას მიუთითებენ.