საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. კობა გვენეტაძემ ქვეყანაში ფინანსური ინფლაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ჭარბვალიანობის დაძლევის პრობლემებზეც.
საკითხის ირგვლივ ჰქონდა შეკითხვები პარლამენტში ევროპული საქართველოს ლიდერს ჰქონდა. გიგა ბოკერია დაინტერესდა მთავრობის მიერ ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმა ხომ არ გამოიწვევს ქვეყანაში ფინანსურ კრიზისს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კი წლის ბოლომდე ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობს.