მთავრობის გაცხადებული ნება, ადგილობრივი საჭიროებების ადგილზევე გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ანუ დეცენტრალიზაცია, რომ ხშირად ამ სურვილს აცდენილია, არავინ დავობს, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების გარდა.
სადავო არც ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში უფლებამოსილებების გამიჯვნა არაერთი კანონითა და კონსტიტუციით დაცულობის მიუხედავად, ვერ ხერხდება. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით ურთიერთობები სახელისუფლებო იერარქიებს შორის კიდევ უფრო მკაფიოდ გაიწერა და შეფასებებიც გაკეთდა.