პრემიერმა ყველაზე მცირე დრო დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებს დაუთმო. მთავრობის მეთაურს არ უსაუბრია ადგილობრივი ხელისუფლების არც წარმატებასა და არც წარუმატებლობაზე. თქვა მხოლოდ ის რომ „ღია თვითმმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში სახელისუფლებო შტოებს მეტი მუშაობა მოუწევს.
რატომ არ დაუთმო დრო მამუკა ბახტაძემ მუნიციპალიტეტების მუშაობის ერთ წელს? ოპოზიცია შესაძლო საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის არჩეულ მერებთან დაკავშირებით საუბრობს.
მმართველი ძალა კი ამტკიცებს, რომ პრემიერი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო არ არის. თემაზე კომენტარის გაკეთება ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებს ვთხოვეთ, თუმცა მათ საუბარი, არც ამ თემაზე ისურვეს. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ პრემიერს ჰქონდა შანსი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ახალი პერსპექტივა ეჩვენებინა.