შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 26 პირი მიეცა, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 28 ნოემბერს და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე.
სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, გამოძიება შეწყდა 13 საქმეზე, მათ შორის ბათუმში მომხდარ სამ ფაქტზე: საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ შემთხვევაზე და ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე.