დაახლოებით ხუთი საათია ბათუმის ესტაკადაზე მოძრაობა შეზღუდულია. ბათუმიდან მიმავალი ავტომობილები ალტერნატიული გზით მოძრაობენ, რის გამოც ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საცობებია.
მძღოლები ამბობენ, რომ ესტაკადის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მძღოლების ნაწილი ესტაკადის ქვედა ზოლში გადაადგილდება, შესაბამისად აღნიშნულ მონაკვეთზე საცობები არ არის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ხიდის გეგმიური ტექნიკური დათვალიერება მიმდინარეობს, რომლის დასრულებასაც კიდევ ორი საათი დასჭირდება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით გზა 12 საათისთვის გაიხსნება.
სამუშაოებს ტექნიკური უნივერსიტეტის საცდელი ცენტრი, ესტაკადის მშენებარე კომპანიის დაკვეთით აწარმოებს. შედეგები სავარაუდოდ 2 კვირაში გახდება ცნობილი. ნიმუშები ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.