პარლამენტის საშემოდგომო სესია მიმდინარე კვირას დასრულდება

18 დეკემბერი 2018, 00:00 1336 ნახვა

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას მიმდინარე კვირას დაასრულებს. 19-21 დეკემბრის პერიოდში მოწვეული იქნება რიგგარეშე სხდომები.

საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ დეპუტატები 26-28 დეკემბერს სავარაუდოდ, კიდევ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში მუშაობას დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება.მმართველმა გუნდმა აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი რეგლამენტის დამტკიცებისას მიიღო, როცა პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განსაზღვრა.

ამავე კატეგორიაში