აჭარის 2019 წლის ბიუჯეტს უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ 20 დეკემბერს დაამტკიცებს

18 დეკემბერი 2018, 00:00 1438 ნახვა

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტს უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ 20 დეკემბერს დაამტკიცებს. პლენარული სხდომის დღის წესრიგზე დეპუტატები  ბიუროს სხდომაზე დღეს იმსჯელებენ.


დღესვე განიხილავენ 2018 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშს,  ასევე მომავალი წლის ბიუჯეტის  პროექტის გადამუშავებულ ვარიანტსა და 2019-21 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს.

სავარაუდოდ პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება მთავრობის ახალი სტრუქტურა – დეპუტატები დღეს ამ საკითხზეც იმსჯელებენ,  ასევე ბიუროს სხდომის დღის წესრიგშია საკანონმდებლო პაკეტი რეგლამენტის შესახებ. ფრაქცია ‘’ნაციონალურ მოძრაობას’’ აქვს საკანონმდებლო ინიციატივა ‘’სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ’’ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ამავე კატეგორიაში