საოცრებათა პარკის მიმდებარედ 6 ცათამბჯენი აშენდება - პროექტის განხილვა

17 დეკემბერი 2018, 00:00 4345 ნახვა

კომპანია სილქ როუდ ჯგუფი ბათუმში რივიერას ტერიტორიაზე ექვს შენობას ააშენებს, ამაზე დღეს პროექტის პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა. მათგან ყველაზე მაღალი 42 სართულიანი და 130 მეტრი სიმაღლის იქნება.გარდა ამისა აშენდება სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები.

პროექტის მოწინააღმდეგების თქმით მსგავსი მშენებლობა ქალაქს დააზარალებს. მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდია. ეს ტერიტორია კომპანია გეოგრაფიკმა ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში შეიტანა თუმცა მერიამ საზღვრები თავისი შეხედულებით შეცვალა და ტერიტორია დამცავი ისტორიული ზონიდან ამოიღო, რის საფუძველზეც კომპანიას მშენებლობის უფლება მიეცა.

მერიის მიერ ისტორიული ზონის საზღვრების ცვლილებას საზოგადოებრივი ორგანიზაცია ბათომი სასამართლოში გაასაჩივრებს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი